26.07.2013 12:29
ანქვაბი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს შეხვდა

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. შეხვედრაზე უსაფრთხოების სფეროში შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

ნურგალიევმა და ანქვაბმა დადებითი შეფასება მისცეს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლობას. აფხაზეთის ლიდერმა ძალოვანების აქტიურ თანამშრომლობაზე და იმ საერთო ამოცანაზე ისაუბრა, რომელიც მსხვილი ღონისძიების მომზადებას უკავშირდება.