09.08.2013 14:45
აფხაზები ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების დღეს იზეიმებენ

აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ე.წ. კანონში სადღესასწაულო და ხსოვნის დღეების შესახებ ცვლილებების შეტანას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელება.

ცვლილებების მიხედვით, ანქვაბმა 15 აგვისტო „მოხალისის დღედ", უქმედ გამოაცხადა და იგი ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულ ბოევიკებს მიუძღვნა.

ამ დღეს 1992 წლის 15 აგვისტოს ქალაქ გუდაუთაში სულტან სოსნალიევის მეთაურობით, ქართველებთან საბრძოლველად, ჩრდილოკავკასიიდან პირველი ბოევიკთა ჯგუფი ჩავიდა.

ამას გარდა, ანქვაბმა ასვეე უქმე დღედ და დღესასწაულად გამოაცხადა 26 აგვისტო - რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დღე.