18.09.2013 14:11
ოკუპანტებმა სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

ოკუპანტებმა სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. სააგენტო “პირWელის” ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, ოკუპანტები აღარც დიცის სასაფლაოსთან იმყოფებიან.

ადგილობრივების ნაწილი იმედოვნებს, რომ მავთულხლართების გაბმის სამუშაოები გუშინ ქართული მხარისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპრაკებების შედეგად, აღარ განახლდება, თუმცა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის კიდევ უფრო გადმოწევას გეგმავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის დავით სუჯაშვილის ინფორმაციით კი, ოკუპანტები მავთულხლართების გაბმას კვლავ გააგრძელებენ.

ამ ეტაპზე სოფელში მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.