01.12.2009 12:01
რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთში დააკავეს მიკროავტობუსის მძღოლი

რუსმა ოკუპანტებმა ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი გოჩა შამუგია დააკავეს.

გოჩა შამუგია გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრია. მას ზუგდიდის მიმართულებით თხილი და საკვები პროდუქტები გადმოქონდა. ოკუპანტებმა დატვირთული მიკროავტობუსი და მისი მძღოლიც გალის მიმართულებით წაიყვანეს.

ამ დროისთვის შამუგია გალში, რუსეთის უშიშროების სასაზღვრო სამსახურის განყოფილებაში იმყოფება. ოკუპანტები ავტობუსის მძღოლი ე.წ. საზღვრის “უკანონოდ” გადაკვეთას სდებენ ბრალად და მისი ოჯახისაგან 5 ათასი რუბლის გადახდას ითხოვენ.