20.01.2010 12:14
აფხაზეთში ოკუპანტებმა ქართველები გაიტაცეს

აფხაზეთის რეგიონის გალის რაიონის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა გუშინ განახორციელეს მორიგი თავდასხმა ქ. ზუგდიდიდან ქ. გალის მიმართულებით ორ მიკროავტობუსით მომავალ ქართველ მოქალაქეებზე, რომელთა შორის უმეტესობა მოხუცები, ქალები და ბავშვები იყვნენ. ისინი გაჩხრიკეს, წაართვეს მათ კვების პროდუქტები, ფული და ძვირფასეულობა, შემდეგ გადაიყვანეს გალის მილიციის განყოფილებაში. ისინი, ვისაც არ ჰქონდა აფხაზური პასპორტები და საშვები ისინი დააპატიმრეს და ჩასვეს საკნებში. წინასწარი მოკვლევის შემდეგ თავისუფლების სანაცვლოდ იმათ მოსთხოვეს 1000 აშშ დოლარი.

ერთ_ერთი მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც მათ არ დაემორჩილა მხეცურად სცემეს, იგი ნათესავების მიერ მოთავსებულ იქნა ზუგდიდის საავადმყოფოში. მას სხეულზე აღმოაჩნდა სერიოზული სისხლჩაქცევები და სხვადასხვა დაზიანებები.