26 იანვარს ქ.ნალჩიკის ერთ-ერთი სკოლის სპორტულ დარბაზში საღამოს 9 საათზე, სადაც 7 ახალგაზრდა მამაკაცი ვარჯიშობდა, შეიჭრა სამი ნიღბიანი შეიარაღებული პირი. მათ შებოჭეს და იატაკზე დააწვინეს სპორტსმენები, შემდეგ კი ერთ-ერთ მათგანს ყელი გამოჭრეს. თავდამსხმელები მიიმალნენ.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დაღუპულია 30 წლის სამხედრო მოსამსახურე. სხვა მონაცემები მოკლულზე ან მკვლელობის მიზეზებზე ჯერჯერობით არ ვრცელდება.
|