26 იანვარს უზბეკეთიდან გროზნოში ჩამოიტანეს მუსულმანური სიწმინდე მოციქულ მუჰამედის თმის ღერი, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩეჩნეთში.
აეროპორტში სიწმინდეს დახვდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი, რესპუბლიკის ალიმების საბჭოს თავმჯდომარე ხოჟ-ახმედ კადიროვი, მთავრობის წევრები, რელიგიური მოღვაწეები და ათასობით მორწმუნე.
რელიგიური სიწმინდე მოათავსეს ახმად კადიროვის სახელობის გროზნოს ცენტრალურ მეჩეთში. სიტყვით გამოსულმა ხოჟ-ახმედ კადიროვმა ეს მოვლენა შეაფასა როგორც უზენაესის უდიდესი მოწყალება ჩეჩენი ხალხის მიმართ.
რამდენიმე თვით ადრე ასევე ჩეჩნეთში დაიდო ბინა მნიშვნელოვანმა რელიგიურმა რელიქვიამ მოციქულ მუჰამედის ნაქონმა ფიალამ.
|