დღეს დილით ინგუშეთის ნაზრანის რაიონის სოფელ ეკაჟოვოს განაპირას სპეცოპერაცია იქნა ჩატარებული, რომელშიც მობილიზებული იყო დიდი ოდენობის ტექნიკა და ძალოვანების რაოდენობა. რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების პრეს-სამსახურის მონაცემებით, რაიონში უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრების დასაკავებლად მიმდინარეობდა სპეციალური ოპერაცია. იმავე მონაცემებით, ოპერაციის მსვლელობის პროცესში ორი ბოევიკი იქნა განადგურებული - ჯამალეილ მუტალიევი და ვიღაც კაციევი. ძალოვანების მხრიდან დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მეორე ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში - დაღესტანში, ძალოვანებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს მიწაყრილი საბრძოლო იარაღით და მასალებით. "ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს, დასახლების განაპირას აღმოჩენილი იქნა მიწაყრილი ზომებით 2 Х 3 მ-ზე, გათვალისწინებული 4-5 ადამიანის საცხოვრებლად. აღნიშნული მიწაყრილიდან ამოღებული იქნა ავტომატური იარაღი, საბრძოლო მასალები, კომუფლირებული და სამოქალაქო ტანსაცმელი, რელიგიური ლიტერატურა, საძილე ტომრები, მედიკამენტები, გაზქურა და დიდი ოდენობით კვების პროდუქტები", - აღნიშნულია დაღესტნის შს სამინისტროს საიტზე.
როგორც იუწყებიან, მიწაყრილი, რომელიც აფეთქების შედეგად იქნა განადგურებული, ეკუთვნოდა ხასავიურთის რაიონის სტანიცა ბაირამის ბოევიკთა ჯგუფს, მკვლელობისათვის ძებნილი არსლან მამედოვის მეთაურობით.
ყაბარდო-ბალყარეთის ჩერქეზსკის რაიონში ანალოგიური ოპერაციის მსვლელობის დროს, კერძო პირის ოჯახში პოლიციელებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, და ბროშურა მისი დამზადების ინსტრუქციით. ბომბების სიმძლავრე ტროტილურ ექვივალენტში შეადგენდა შესაბამისად 400 და 500 გრამს. დაკავებულზე მონაცემებს არ ავრცელებენ.
|