გალის რაიონში იმ ახალგაზრდებზე, რომლებმაც აფხაზურ ჯარში წასვლას თავი აარიდეს, ძებნა გამოცხადდა. როგორც "პირWელს" გალის რაიონიდან აცნობეს, ამის შესახებ გალის დე ფაქტო კომისარიატში მისულ მშობლებს განუცხადეს.
"ახალგაზრდები, რომლებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს, გალის დე ფაქტო პროკურატურა ეძებს და დაკავების შემთხვევაში თავისუფლების 3 წლით აღკვეთა ემუქრებათ, შემდეგ კი ჯარში 2 წლის გატარება მაინც მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ახალგაზრდები დაკავების შიშით გალის რაიონში ვერ გადავლენ", - განუცხადა "პირWელს" წყარომ.
|