RSS
Freedom House სამხ. ოსეთს არათავისუფალ, აფხაზეთს ნაწილობრივ თავისუფალ სადაო ტერიტორიებად ასახელებს
27.01.2012 13:12

Freedom House პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების მიხედვით ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში არის დასახელებული, ჯამური ქულით – 7. ანგარიშში სადაო ტერიტორიების ჩამონათვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის დასახელებული.

სამხ. ოსეთი არათავისუფალი (13 ქულა) ხოლო აფხაზეთი ნაწილობრივ თავისუფალი (10 ქულა) ქვეყნების ჯგუფშია. ანგარიშში სულ 12 სადაო ტერიტორია არის დასახელებული, მათ შორის მთიანი ყარაბაღი.

პოლიტიკური თავისუფლება მოიცავს – პოლიტიკურ პლუარიზმს, არჩევნებს, სახელმწიფოს ფუნქციებს. სამოქალაქო თავისუფლება ითვალისწინებს სიტყვის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და ა.შ. თავისუფლად ითვლება ქვეყანა თუ თითოეულ კომპონენტში ქულები 1–დან 2,5–მდეა, ნაწილობრივ თავისუფალი – 3–დან 5–მდე, არათავისუფალი კი 5,5–დან 7 ქულამდე.

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი