RSS
თედეევს საზღვარგარეთის პასპორტი ჩამოართვეს
27.01.2012 14:11

ძამბოლათ თედეევის ადვოკატმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ფსბ"-ს მიერ თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისათვის საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გადატრიალების მოწყობის მცდელობისათვის ბრალი იქნა წაყენებული. "თავიდან ის გაჩხრიკეს როგორც მოქალაქე, შემდეგ დაკითხეს მოწმის სახით. თედეევის მიმართ საქმე აღძრული არ არის", - "Газета.Ru" - ს აუხსნა ადვოკატმა ალექსანდრე ვერშინინმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "ფსბ" -ს თანამშრომლებმა "ძამბოლათ თედეევს გაურკვეველ საფუძველზე საღვარგარეთის პასპორტი ჩამოართვეს". თუმცა გარემოების გათვალისწინებით, რომლითაც ედუარდ კოკოითის დაუძინებელმა მტერმა ბოლო დროს ისარგებლა ამ პასპორტით, სპეცსამსახურების მხრივ მოუსპონ მას სამომავლოდ ასეთი საშუალება საკმაოდ რეალურად გამოიყურება. თვით თედეევი გასული დღეების განმავლობაში მიუწვდომელი გახდა კომენტარებისათვის - მისი მძღოლის სიტყვებით, ჩხრეკისა და დაკითხვის შემდეგ მწვრთნელი" გაფრინდა კრასნოიარსკში შეჯიბრებებზე".

ადრე ოპოზიციონერის ბიძაშვილი ვიოლეტა თედეევა ჟურნალისტებს მოუყვა, რომ 25 იანვარს "დილით ადრე მასთან მივიდნენ "ფსბ"-ს თანამშრომლები და აცნობეს, რომ მას უნდოდა ხელისუფლების ხელში ჩაგდება, და მას სთხოვეს მათთან ერთად წასვლა. ძამბოლათმა უპასუხა, რომ თავისი ადვოკატის გარეშე არსად არ წავიდოდა".
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი