დაღესტანის ხუტორ უკრაინსკის განაპირას პარასკევს დილით მოხდა საბრძოლო შეტაკება ძალოვნებსა და ბოევიკებს შორის, რის შედეგადაც დაჭრილია რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე, – იტყობინება რუსეთის მასმედია.
როგორც ცნობილი გახდა, დაღესტანის რესპუბლიკის ყიზლიარის რაიონში ფედერალური ძალების სამხედრო მოსამსახურეები ჩაებმნენ საბრძოლო შეტაკებაში შეიარაღებული იატაკქვეშეთის წევრებთან, რომელნიც მათ აღმოაჩინეს 27 იანვრის დილით ხუტორ უკრაინსკის მახლობლად. შეტაკების შედეგად მოკლულია სამი და დაიჭრა ორი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი დანაკარგების შესახებ ბოევიკთა შორის. რესპუბლიკის შს სამინისტროს მონაცემებით, სპეცოპერაცია რაიონში გრძელდება.
|