RSS
ირანი ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას არ აპირებს
27.01.2012 16:24

ირანი მზადაა, დასავლეთთან მოლაპარაკებები განაახლოს, თუმცა ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას არ აპირებს.

ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ქალაქ კერმანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დასავლეთი ვითარების განზრახ დაძაბვას ცდილობს. სანქციების დაწესება ვერ გვაიძულებს, ბირთვულ პროგრამაზე უარი ვთქვათ. ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება", - განაცხადა აჰმადინეჯადმა.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი