RSS
აფხაზებმა ენგურზე "საბაჟო" ტერიტორიები მონიშნეს
03.02.2012 14:26

აფხაზმა მებაჟეებმა მარიონეტული რეჟიმის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს მდინარე ენგურთან ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტების მოწყობის თაობაზე ახალი წინადადებები წარუდგინეს. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, საბაჟო სამმართველოს ხელმძღვანელმა ლავრენტი მიქვაბიამ საბაჟო სტრუქტურების შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ "საზღვარზე დაახლოებით 80 კილომეტრზე, ახალი პუნქტების სავარაუდო ადგილები მონიშნულია. პრეზიდენტის მიერ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მებაჟეები მზად არიან შეუდგნენ სამუშაოს".


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი