გალის რაიონში აფხაზური ე.წ. პასპორტების მისაღებად განაცხადის მიღება ერთი თვეა შეწყდა.
როგორც სააგენტო "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, აღნიშნულის მიზეზად შესაბამის ორგანოებში მომუშავე თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.
"პასპორტების გაცემა შეფერხებით მიმდინარეობს. ხალხს საათობით უწევს რიგში დგომა და შესაძლოა, იმ დღეს ვერც მიიღონ. ეს იმ ხალხს ეხება, ვისაც საბუთები უკვე ჩაბარებული აქვთ, ახალი განაცხადების მიღება კი ერთი თვეა შეჩერებულია. მიზეზად კი შესაბამის სამსახურებში თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება, რაც არარეალურია, თუმცა ნამდვილი მიზეზი მოსახლეობისთვის უცნობია. ამის პარალელურად, მოთხოვნა აფხაზურ პასპორტებზე დღითიდღე იზრდება, რადგან ე.წ. რეიდის შემთხვევაში, მათ, ვისაც პასპორტი არ ექნება, აკავებენ და აჯარიმებენ", - განუცხადა "ივერონს" ინფორმირებულმა წყარომ.
|