RSS
მოსკოვში დაღესტნელი ბანკირი დააყაჩაღეს
04.02.2012 11:51

3 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მაკარენკოს ქუჩაზე თავს დაესხნენ დაღესტნის ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, 56 წლის ალი კაჟლაევს. თავდამსხმელებმა დაჭრეს ბანკირის პირადი მცველი, გაიტაცეს 320 ათასი აშშ დოლარი და მიიმალნენ.

თუ არ დადგინდა თავდამსხმელთა ვინაობა, იქნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქალაქის ცენტრში დღისით ჩადენილ ყაჩაღობას, რომლის ობიექტი დაღესტნელი ბანკირი იყო, მფარველობენ ქალაქის შესაბამისი ძალოვანი უწყებები.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი