RSS
ჩრდილოკავკასიელ თვითმკვლელ ქალებს მოსკოველები ჩაანაცვლებენ?
04.02.2012 13:05

პოლიციელებმა გროზნოში დააკავეს 20 წლის ახასგაზრდა მოსკოველი ქალი, რომელიც ტერორისტი–თვითმკვლელის პროფესიის დაუფლებას აპირებდა, – იტყობინება რუსეთის მასმედია ჩეჩნეთის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით.

როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა მოსკოველი ქალი ჩეჩნეთში ჩამოვიდა სპეციალურად იმისათვის, რომ გაევლო ტერორისტული მოქმედების სათანადო მომზადება, ხოლო მიღებული უნარ–ჩვევების გამოყენებას მომავალი შახიდი ქალი ჩეჩნეთის საზღვრებს მიღმა აპირებდა.

როგორც ჩეჩნეთის ძალოვანი უწყების პრეს–სამსახური იტყობინება, ტერორისტ ქალთან ამჟამად მუშაობენ საგამოძიებო დანაყოფისა და სპეცსამსახურის თანამშრომლები. მონაცემები მოსკოველი ახალგაზრდა ქალის ვინაობა, ან ვისთან აპირებდა იგი შახიდის „პროფესიის“ შესწავლას, ჯერჯერობით არ სახელდება.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი