10 თებერვალს აფხაზეთში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი ვოლოკალამსკის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი)ჩასვლას აპირებს. ეს ინფორმაცია თავისი ბლოგის მეშვეობით აფხაზეთის ე.წ. "პარლამენტის" წევრმა ბატალ კობახიამ გაავრცელა. მან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლის მოსალოდნელი ვიზიტი ამა წლის 3 თებერვალს სოხუმში გამართულ ე.წ. "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის" მომხრეების თავყრილობის "დაუყონებლივ რეაქციას დაუკავშირა".
არასდროს არ არსებული "დამოუკიდებელი აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის" აღდგენის საქმეში "წმინდა მიტროპოლიას" აქტიური მხალდამჭერი ბატალ კობახიას აზრით, ალფეევს სურს ამ ჯგუფს "უარი ათქმევინოს მსოფლიო საპატრიარქოში ლტოლვისაკენ უარი ათქმევინოს. ამასთან ერთად გასაგებია ისიც, რომ მამა დოროფეისა და მამა ანდრეის (ე.წ. "მიტროპოლიის" ლიდერების), რომლებსაც მაიკოპის ეპისკოპოსის ტიხონის მიერ ჩამორთმეული აქვთ მსახურის უფლება, უკვე კანონიკური პრინციპების ზღვარს გადადიან. ამიტომ მათი საკითხი უნდა განიხილოს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უახლოესმა სინოდმა და რათა ორი დაუმორჩილებელი აფხაზი მღვდელმსახურიათვის ღირსების აყრის გამო აფხაზეთში არ შეილახოს მისი რეპუტაცია , პატრიარქი კირილი აფხაზეთში მიტროპოლიტ ილარიონს აგზავნის, რათა შეეცადოს დაარწმუნოს და დაიყოლიოს ისინი უარი თქვან შემდეგ ნაბიჯებზე".
აფხაზი ”დეპუტატი” ასევე დარწმუნებულია, რომ მიტროპოლიტ ილარიონის ჩასვლა მოხდება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შეთანხმებით. "არქიმანდრიტ დორიფეის უკვე დაცდა იმის შესახებ, რომ გასულ წელს მოსკოვში პირადი შეხვედრის დროს მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი სთავაზობდა აფხაზეთის შეყვანას ორმაგ საეკლესიო იურისდიქციაში, - წერს კობახია.- მიტროპოლიტ ალფეევის აზრით, აფხაზეთში უნდა შენარჩუნდეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია" (იმის შესახებ, რომ აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა არის დევნილი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი დაქვემდებარებულ თავის კანონიკურ სასულიერო პირებთან ერთად, აფხაზ ”დეპუტატს, როგორც წესი, ისეთ წვრილმანად მიაჩნია, რომელიც ყურადღებასაც კი არ იმსახურებს).
ავღნიშნავთ, რომ სოხუმში გუშინდელი თავყრილობის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა აფხაზი ხელმძღვანელებისადმი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილისადმი, კონსტანტინეპოლის (მსოფლიო) პატრიარქ ვორფოლომეისა და სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლებისადმი. ამ მიმართვაში დაფიქსირებულია "ამჟამად არსებული აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიისა საქართველოს მართლმადიედებლური ეკლესიისაგან" გამოყოფის მხარდაჭერა და გამოხატულია მადლობა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისადმი იმ დახმარებისათვის, რომელიც მან აფხაზურ მხარეს 1992-1993 წლების ომისშემდგომ პერიოდში აღმოუჩინა. ამ ფონზე მიმართვის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ "რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია გაგებით შეხვდება აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლერების საჭირეოებას, რისთვისაც აუცილებელია მისი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისაგან გამოყოფა". ასევე მადლობას უხდიან პატრიარქ ვარფოლომეის იმ "აუდენციისათვის, რომელიც მან 2012 წლის 9 იანვარს ფახაზეთის წმინდა მიტროპოლიის დელეგაციას მოუწყო". ვინაიდან, ამ ფაქტს, როგორც "აფხაზეთისათვის ისტორიული დედა-ეკლესიის - კონსტანტინეპოლის ეკლესიის მეშვეობით უძველესი აფხაზეთის მართლმადიდებული ეკლესიის აღდგენის საკითხში წარმოჩენილ შესაძლებლობას" მაღალ შეფასაბას აძლევენ.
|