7 თებერვალს ქ.ნალჩიკის გარეუბანში საგზაო-საპატრულო პოლიციის მოთხოვნას მანქანის გაჩერების შესახებ, მგზავრები არ დაემორჩილნენ და სიჩქარეს მოუმატეს. ძალოვნების მიერ ცეცხლის გახსნას ორი პიროვნება შეეწირა, რომლებიც როგორც მოსალოდნელი იყო სავარაუდო ბოევიკებად გამოაცხადეს.
დადგენილია მათი ვინაობა: 1983 წელს სოფელ ბელაია-რეჩკაში დაბადებული ბიასლან ჟაბოვი და 1981 წელს დაბადებული სოფელ იანიკას მკვიდრი, რომლის სახელი და გვარი არ სახელდება.
ნათესავების რეაგირება მოკლულების ბოევიკებთან შესაძლო კავშირის შესახებ ჯერჯერობით არ ქვეყნდება.
|