გუშინ საღამოს მაჰაჩკალაში მოკლულია შს სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურე, – იტყობინება რუსეთის მასმედია.
როგორც ცნობილი გახდა, ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა ბოევიკმა ცეცხლი გაუხსნა რუსეთის შს სამინისტროს შინაგანი ჯარების 102–ე ბრიგადაში კონტრაქტით მომუშავე სამხედრო მოსამსახურეს იმ მომენტში, როდესაც იგი გამოვიდა ბაზის ტერიტორიიდან და სახლისკენ გაემართა. რესპუბლიკის შს სამინისტროს პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მუშაობს ოპერატიულ–საგამოძიებო ჯგუფი და დგინდება ინციდენტის პირობები.
|