როგორც ოკუპირებულ რეგიონში ყოველი მასობრივი ღონისძიებების ჩატარების წინ ხდება, ცხინვალის КГБ–ს თანამშრომლები ფლობენ "უტყუარ მონაცემებს, რომ დასავლეთის დახმარებით ოფიციალური თბილისი აქტიურად ჩაერთო შიდაპოლიტიკური პროცესების გამწვავებაში", რომლის მიზანია 25 მარტს დანიშნული ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" ჩაგდება და "სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება".
აქედან გამომდინარე, "ამ ჩანაფიქრების რეალიზაციისათვის ქართული სპეცსამსახურები გეგმავენ პროვოკაციებისა და ტერაქტების ჩატარებას", და "ამ პირობებში საჭიროა, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალებმა თავი შეიკავონ ისეთი დაუფიქრებელი მოქმედებებისაგან, რომლებიც აწყობს ჩვენს მტრებს და ზიანს მიაყენებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ ინტერესებს". ამ ფონზე КГБ–ბემ "მიიღო სათანადო ზომები" და "ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები მკაცრად იქნება აღკვეთილი".
ამ სიმტკიცეს დემონსტრირების შანსი ცხინვალელ ძალოვნებს შესაძლოა უკვე 10 თებერვალს მიეცეს, როდესაც ე.წ. "არჩეული პრეზიდენტი" ალა ჯიოევა, რომელიც არ სცნობს 27 ნოემბრის "არჩევნების" გაუქმებას, აპირებს თავისი "ინაუგურაციის" ჩატარებას, რის გამოც ცხინვალში და მოსკოვში არაერთხელ გაკეთებულა განცხადებები შეიარაღებული დაპირისპირების საშიშროებაზე.
|