RSS
ცხინვალი: "პრეზიდენტობის" კანდიდატები ითხოვენ ლინგვისტიკის გამოცდის გაუქმებას
08.02.2012 14:58

ცხინვალის "პრეზიდენტობის" თანამდებობის ათამდე კანდიდატმა თხოვნით მიმართა ადგილობრივ საარჩევნო კომისიას, რათა მოიხსნას ლინგვისტიკის გამოცდა რუსულისა და ოსური ენების ცოდნაში, რომელიც აუცილებელია კანდიდატების რეგისტრაციისათვის. ამის შესახებ განაცხადა ცხინვალის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბელა პლიევამ, რომელმაც პრეტენდენტებს მისცა წინადადება გაასაჩივრონ ცესკოს გადაწყვეტილება მარიონეტული რეჟიმის "უმაღლეს სასამართლოში".

პლიევამ ასევე გაიხსენა, რომ ლინგვისტიკურ ტესტირებაში უკვე ჩაიჭრა ერთი პრეტენდენტი – როინ ქოზაევი. მან ასევე აღნიშნა, რომ ცესკოს თანამშრომლებს პრეტენდენტებთან სირთულეები ექმნებათ სხვა საკითხებშიც. "მაგალითად, საინიციატივო ჯგუფების სხდომებზე დამსწრებთა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ ასი ადამიანისა, – თქვა პლიევამ. – წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომა ჩაითვლება არ შემდგარად. ხშირად ეს რაოდენობა არ იკრიბება, მაგრამ კანდიდატები ითხოვენ, რომ სხდომა შემდგარად ჩაითვალოს".


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი