RSS
მედვედევმა ანქვაბს რუსეთის დახმარება შესთავაზა
22.02.2012 13:46

დიმიტრი მედვედევმა დღეს ალექსანდრე ანქვაბს დაურეკა და მისდამი მხარდაჭერა გამოხატა და თავდასხმის გამოძიებაში რუსეთის დახმარება შესთავაზა. როგორც კრემლის პრეს-სამსახურმა განაცხადა, ეს სატელეფონო საუბარი გუდაუთაში ანქვაბის კორტეჟზე თავდასხმის შემდეგ მალევე, დღეს დილით შედგა,.

ამავე დროს ოკუპირებული აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე ოპერატიულ ღონისძიებების გეგმა ”Перехват” - ი გამოცხადდა. გაძლიერებული იქნა მილიციის საგუშაგოები, მიმდინარეობს ავტოტრანსპორტის დათვალიერება. სოხუმში აფხაზეთის გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო უშიშროებისა და შსს გამომძიებლებისა და ოპერატიული მუშაკებისაგან შექმნილია უწყებათაშორისი ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი.

საქმე აღძრულია აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: "სახელმწიფო მოღვაწის სიცოსხლის ხელყოფა, მისი სახელმწიფო და პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ასევე შურისძიება ასეთი ქმედებებისათვის"; "საზოგადოებისათვის სახიფათო წესით თავდასხმა ორ და მეტ პირზე სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით"; "ორგანიზებული ჯგუფის მიერ იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, ტარება".

სოხუმის საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ოპერაციას უკეთებენ ანქვაბის პირად მცველს თენგიზ პანდარიას, რომელმაც მძიმე ჭრილონბები მიიღო. კიდევ ერთი პირადი მცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ არ ხმაურდება. თავდასხმის დროს ასევე მოკლული იქნა პირადი მცველი რემზიკ ცუგბა.

ანქვაბის კორტეჟზე თავდასხმა დღეს დილით გუდაუთის გამოსასვლელში 08:25 მოხდა. ავტომანქანების სავალ გზაზე ამოქმედდა ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რის შემდეგაც კორტეჟის მიმართულებით ტყვიამფრქვევიდან და ავტომატებიდან განხორციელდა ინტენსიური სროლები. ჭურვის მოხვედრის შედეგად კორტეჟის ერთი ავტომანქანა დაიწვა. თვით ალექსანდრე ანქვაბი არ დაშავებულა და სამუშაო ადგილზე იმყოფება, - იუწყება მისი ადმინისტრაცია.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი