RSS
საქართველოსა და თურქეთის შსს- ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
22.02.2012 16:16

თბილისში დღეს საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისრებმა ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულობებისა და ტრეფიკინგის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმი გააფორმეს. ვანო მერაბიშვილმა და იდრისომ ნაიმ შაჰინმა ასევე ინფორმაციების ურთიერთგაცვლაზეც მოილაპარაკეს.

თურქეთის დელეგაციის შემადგენლობაში მინისტრის გარდა, მისი მოადგილე, ჟანდარმერიის დანაყოფების ხელმძღვანელები, უშიშროების სამსახურისა და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები შედიან. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან ქართულ რეფორმებს, დაათვალიერებენ პოლიციის ახალ შენობებს და ესტუმრებიან პოლიციის აკადემიას.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი