RSS
მოსკოვმა ანქვაბზე თავდასხმა "არჩევნებს" დაუკავშირა
22.02.2012 16:21

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. "საპარლამენტო არჩევნების" წინ მეექვსე თავდასხმა ალექსანდრე ანქვაბზე " ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაზე მიუთითებს". ასეთი განცახდებით გამოვიდა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"რუსეთში შეშფოთებით აღიქვეს ცნობები თავდასხმის შესახებ, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეოპოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა. - ვიმედოვნებთ, რომ ამ დანაშაულის ორგანიზატორები და შემსრულებლები მალე დადგინდებიან".

რუსმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ანქვაბის მიერ "აფხაზეთში მშვიდობიანი განვითარებისათვის აღებული კურსი რუსეთში სრული მხარდაჭერით სარგებლობს და ამ კურსის ხელშეშლის ყოველგვარი მცდელობები განწირულნი არიან ჩავარდნისათვის".


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი