RSS
დავით ბაქრაძე: ანქვაბზე თავდასხმისათვის პასუხისმგებელი რუსეთია
22.02.2012 17:18

რუსეთი პასუხმგებელია აფხაზეთში მიმდინარე ყველა პროცესებზე. ასეთი კომენტარი გაუკეთა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელზე ალექსანდრე ანქვაბზე დღევანდელ თავდასხმას. ჟურნალისტებთან საუბარში დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოველი მომხდარის გამო საერთაშორისო სამართალი მთელ პასუხისმგებლობას ოკუპანტ ქვეყანას აკისრებს.

"მე არ შემიძლია ვთქვა კონკრეტულად რასთან არის დაკავშირებული ეს ტერაქტი - არის ეს კლანებს შორის გავლენის სფეროების გადანაწილების შედეგი, თუ ოკუპანტების მხრიდან უკმაყოფილების გამოხატულება - მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა პროცესებზე, რომლებსაც დღეს ადგილი აქვთ აფხაზეთში, პასუხისმგებლობა როგორც ოკუპანტ ქვეყანას რუსეთს ეკისრება", განაცახადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი