RSS
აჟუბალისი: ეუთო უნდა იყოს კონფლიქტის მთელ ტერიტორიაზე
11.10.2012 15:36

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ მოუწოდა რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ამ ორგანიზაციის მისიის მანდატის აღდგენისაკენ.

"ჩვენ ვაცხადებდით და ვიმეორებთ, რომ ეუთოს მისია უნდა იყოს წარმოდგენილი კონფლიქტის პირობებში მყოფ მთელს ტერიტორიაზე - და ჩვენ ასევე გვსურს, რომ მთლიანად აღდგეს მისი მანდატი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - ხაზი გაუსვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

ანდრონიუს აჟუბალისმა ასევე კომენტარი გაუკეთა კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფარგლებში მიმდინარე რუსულ-ქართული მოლაპარაკებებს, რომლის ერთ-ერთ თანათავმჯდომარედ ეუთოც არის წარმოდგენილი. "ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ არცერთი მხარე არ წამოდგეს და არ დატოვოს მოლაპარაკებები, გაიჭახუნოს კარები", - თქვა მან.


2008 წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელება დაბლოკა, რითაც თავიდან მოიცილა ორგანიზაციის დამკვირვებლები საქართველო-რუსეთის საზღვარზე და იმავე წლის აგვისტოში მიტაცებულ საქართველოს ტერიტორიებზე. თავისი "ვეტოს" გასამართლებლად მოსკოვმა ეუთოს მუდმივ საბჭოში განაცხადა, რომ მისიის მანდატი მოიცავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც - მოითხოვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისევე როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკებში, ცალკე მანდატების შექმნა.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე