RSS
რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აფხაზეთისათვის “ორმაგი იურისდიქცია” შეიმუშავა
11.10.2012 17:46

მოსკოვის საპატრიარქო ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან აფხაზების ზურგს უკან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. იგი ცდილობდა თბილისთან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიაბის ე.წ. „ორმაგი იურისდიქციის“ თაობაზე მოლაპარაკებას. ამის შესახებ განაცხადა დოროფეი (დბარმა) - აფხაზური ეკლესიური სეპარატისტების ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერმა.

გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ თანახმად, ე.წ. „წმინდა მიტროპოლიის“ თავკაცმა მოსკოვის საპატრიარქო გააკრიტიკა იმისათვის, რომ ის აწარმოებდა აფხაზეთის საეკლესიო პრობლემის მოგვარებას „ერთი მიმართულებით - საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ფარული მოლაპარაკებებით“. დბარმა ასევე განაცხადა, რომ ეს ხდებოდა „აფხაზური მხარის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე“ და ამ ძალისხმევის შედეგი „უნდა ყოფილიყო კომპრომისი ე.წ. ორმაგ იურისდიქციაზე რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის“.

კერძოდ, მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიას სთავაზობდნენ დროებით დაეთმო თავისი კანონიკური ტერიტორია - აფხაზეთი - რუსული ეკლესიის მმართველობისათვის. ამგვარად, საეკლესიო თვალსაზრისით მოსკოვის საპატრიარქო მიიღებდა მართვის ლეგიტიმურ უფლებას ოკუპირებულ რეგიონში - სადაც ამჟამად რუსი სასულიერო პირები იძულებულნი არიან იმოქმედონ როგორც კერძო პირებმა. ამასთან ერთად არქიმანდრიტმა აღნიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის კატეგორიული უარით პასუხობდა ასეთი სახის მიმართვებზე.

ამ დროისათვის, დბარის განცხადებით, აფხაზეთის საეკლესიო მდგომარეობა „ძალზე აქტიურად განიხილება“ მსოფლიო საპატრიარქოს წარმოამდგენლებთან ერთად (კონსტანტინეპოლის ეკლესია) - რომლისგანაც ახალ ათონში დაფუძნებული „მიტროპოლია“ იმედოვნებს ავტოკეფალიის აღიარებას.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე