RSS
თურქულმა ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს მოსკოვიდან დამასკოში მიმავალი თვითმფრინავი ანკარაში დამჯდარიყო
12.10.2012 09:34

11 ოქტომბერს თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ოთხმა ავიაგამანადგურებელმა აიძულა ანკარაში დამჯდარიყო მოსკოვიდან დამასკოში მიმავალი სირიის აფიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი. თურქეთის დაზვერვის მონაცემებით თვითმფრინავს გადაჰქონდა სამხედრო ტვირთი სირიის სამთავრობო არმიისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა პროტესტი განუცხადა თურქულ მხარეს, რადგან მათ წინასწარ არ შეატყობინეს რუსეთის შესაბამის ორგანოებს მოსკოვიდან დამასკოში მიმავალი თვითმფრინავის ანკარაში დასმის შესახებ, რომელშიც რუსეთის 17 მოქალაქე იმყოფებოდა და მათ უსაფრთხოებას გარკვეული საშიშროება შეექმნა.

თურქეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ აღნიშნული თვითმფრინავიდან ამოღებულია სამხედრო რადიოკავშირის ტექნიკური საშუალებები და რაკეტებისთვის საჭირო კომპონენტები, რის შემდეგაც თვითმფრინავს უფლება მისცეს გაფრენილიყო დანიშნულების ადგილისკენ.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ რეისს გადაჰქონდა დამასკოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთი. ამავე დროს თურქეთის საგარეო საქმეთა უწყებამ გამოიძახა რუსეთის ელჩი ანკარაში და მოითხოვა შესაბამისი ახსნა-განმარტება აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი მოწონებით შეხვდა თურქეთის მიერ ჩატარებულ ღონისძიებას.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე