RSS
ჟენევაში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართა
12.10.2012 11:53

ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდი ჟენევაში 10-11 ოქტომბერს გაიმართა. მას საქართველოს დელეგაციის ოფიციალური წარმომადგენლების გარდა, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები - პაატა ზაქარეიშვილი და გიორგი ვოლსკი ესწრებოდნენ.

მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ერთობლივ კომუნიკეში ნათქვამია, რომ მხარეებმა თავისუფალი მიმოსვლის, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და წყალმომარაგების პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდის ფარგლებში სამშვიდობო დოკუმენტის პროექტზე დაიწყო მუშაობა. კონკრეტულად რას ითვალისწინებს ეს დოკუმენტი და რომელ მხარეებს შორის გაფორმდება, ჯერჯერობით უცნობია. ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის პოდრიგ მერფის განმარტებით, საუბარია სამშვიდობო დოკუმენტზე, რომელსაც, შესაძლოა, ხელი პროცესის ყველა მონაწილემ მოაწეროს. დამატებითი დეტალები, სავარაუდოდ, ქართული დელეგაციის დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე ერთადერთი, ვისაც ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება არ აუღია, რუსეთის ფედერაციაა.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 22-ე რაუნდი 12 დეკემბერს გაიმართება.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე