RSS
აფხაზურმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა მოითხოვა
12.10.2012 15:53

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი დასრულდა. სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, რომელიც მოლაპარკებებში რუსული დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობდა, აცხადებს: "ჩვენ გავაგრძელეთ დისკუსიის მონაწილეთა ერთობლივი პროექტის განხილვა, რომელიც არსებული პოლიტიკური პრობლემების მშვიდობიან დარეგულირებას ეხება",-აცხადებს ჩირიკბა და აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით ეს "ნედლი" დოკუმენტია, მაგრამ მისი განხილვა ჟენევის მოლაპარაკებათა 22-ე რაუნდზე გაგრძელდება, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება.

ჩირიკბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჟენევაში ასევე იმყოფებოდნენ ქართული მხარის წარმომადგენლები პაატა ზაქარეიშვილი და გიორგი ვოლსკი, რომლებიც დისკუსიაში არ მონაწილეობდნენ და მხოლოდ ესწრებოდნენ მას.

"მომავალი რაუნდიდან ახალი ჯგუფი იქნება ამიტომაც ამ რაუნდს შესაძლოა გარდამავალი ვუწოდოთ", - განაცხადა ჩირიკბამ და აღნიშნა, რომ საქართველოს "ძველ გუნდთან" მოლაპარაკება რაიმე საკითხზე შეუძლებელი იყო.

"ვნახოთ რა იქნება ახალ გუნდთან დაკავშირებით", - აცხადებს ჩირიკბა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების ამ რაუნდზე აფხაზურმა მხარემ დისკუსიების ფორმატის შეცვლა და დელეგაციის საექსპერტო ფორმატზე გადასვლა მოითხოვა.

"ამას გარდა, ჩვენ გამოვედით ინიციატივით გავაერთიანოთ ორი სამუშაო ჯგუფი, ვინაიდან უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები ურთიერთდაკავშირებულია. ყველაფერ ამას ჩვენ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე განვიხილავთ", - განაცხადა ჩირიკბამ.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე