RSS
სააკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ძირითადი მომხსენებელი იქნება
12.10.2012 16:32

ნატოს გენერალურმა მდივანმა მიიწვია საქართველოს პრეზიდენტი მთავარ მომხსენებლად ნოემბრის თვეში ქ. პრაღაში დაგეგმილ საპარლამენტო ასამბლეას სესიაზე. ამის შესახებ თვით მიხეილ სააკაშვილმა ტელევიზიის ეთერში განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენთან სატელეფონო საუბრის კომენტირებისას.

„ვფიქრობ, რომ ახლა, არჩევნების შემდეგ - მიუხედავად იმისა, როგორ იყო ჩატარებული ეს არჩევნები - ყველა ჩვენგანს გვაქვს ისტორიული შანსი ნატოსთან ინტეგრაციაში წინ წაწევისათვის, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. - დეკემბერში დაგეგმილია ნატოს მინისტერიალი, რომელზეც, შესაძლოა, მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება. და ახლა როგორც არასდროს - მე ამის შესახებ ვუთხარი პრემიერ - მინისტრობის კანდიდატს - ჩვენ გვჭირდება ერთად მუშაობა“.

სააკაშვილის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს აცნობეს, რომ რასმუსენთან საუბარში განიხილებოდა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ დღეს დადგა ისტორიული მომენტი საქართველოს დემოკრატიის განვითარებისათვის. მან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსთან საქართველოს ინტეგრაცია შეუქცევადია და ქვეყანას ახლა შესაძლებლობა ეძლევა გააკეთოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ გზაზე.

დღესვე ნატოს გენერალურ მდივანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან და მასთან განიხილა ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე