”სადემარკაციო სამუშაოები შეთანხმებას არღვევს და პოლიტიკურ ვითარებას ართულებს”. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც ის დიცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
"სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები და სადემარკაციო სამუშაოები შეთანხმებას არღვევს და პოლიტიკური ვითარებას ართულებს. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამბობს, ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს", - ნათქვამია აპატურაის განცხადებაში.
|