RSS
კლინტონი: აშშ საქართველოს გამთლიანებაზე მუშაობენ
22.09.2009 11:41

აშშ სახელმწიფო მდივანმა კვლავ დაარწმუნა საქართველოს პრეზიდენტი მხარდაჭერაში. „ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იმაზეც, რომ თქვენმა ქვეყანამ კვლავ შემოიერთოს თავისი ყველა ნაწილი, როგორც ეს უნდა იყოს“, – განაცხადა ჰილარი კლინტონმა ნიუ–იორკის სასტუმრო „უოლდორფ–ასტორიაში“ მ.სააკაშვილთან შეხვედრაზე. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ ისევ ელოდება რუსეთისგან თავისი ჯარების გაყვანას იმ პოზიციებზე, რომლებიც წინ უძღოდა რუსეთ–საქართველოს ომს გასული წლის აგვისტოში, როგორც ეს შეთანხმებაშია განსაზღვრული.

საპასუხოდ, სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა კლინტონს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის იჩენს საქართველოს მიმართ ბოლო წლების მანძილზე – როგორც სენატორი და როგორც სახელმწიფო მდივანი. ასევე, ამერიკის მთელს ამჟამინდელ ადმინისტრაციას. საქართველოს ლიდერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პოსტზე ბარაქ ობამას არჩევის შემდეგ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეზე გავიდა.

შეხვედრის შემდეგ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახ.მდივნის მოადგილემ, ფილიპ გორდონმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მოლაპარაკებისას ჰილარი კლინტონმა „მიანიშნა, რომ ჩვენი საერთო მიზნის მიღწევის საუკეთესო გზაა არა მხოლოდ სხვა ქვეყნების მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაღიარება, არამედ საქართველოსადმი მათი კუთვნილების აღიარება.“ საერთო მიზნად კი ამერიკული დიპლომატიის ხელმძღვანელმა „საქართველოს მიმზიდველობის გაზრდა და დამბრუნებელთათვის მისი მაგნიტად გადაქცევა“ დაასახელა. გორდონმა აღნიშნა, რომ „მიუხედავად რუსეთის ზეწოლისა“, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას ცდილობს, „საერთაშორისო თანამეგობრობის 99%–მა ისინი არ აღიარა.“


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე