RSS
2015 წლისთვის ამერიკის არმია, შესაძლოა, საქართველოში დამკვიდრდეს
22.09.2009 12:18

პენტაგონი საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგების პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაზეთი „რეზონანსი“ იუწყება. გამოცემის ცნობით, დაწყებულია შესაბამისი შეთანხმების მომზადება, რომლის ლობისტად რესპუბლიკელი კონგრესმენების ჯგუფი და ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი, დიკ ჩეინი გამოდიან.

„რეზონანსი“ წერს, რომ დასრულებული სახე პროექტს 2010 წელს მიეცემა, 2011 წელს კი პენტაგონი მას კონგრესში წარადგენს. მხარდაჭერისა და ქართულ მხარესთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ამერიკის სამხედრო ბაზების მშენებლობა 2014 წელს დაიწყება და 2015–ში დასრულდება. წინასწარი მონაცემებით, საუბარია ორი სახმელეთო და ერთი საზღვაო ბაზის შექმნაზე, რომლებზეც 25 ათასიანი კონტინგენტი განთავსდება.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე