RSS
გვარამია: რუსეთი შვეიცარიის შანტაჟს იწყებს
22.09.2009 16:11

მოსკოვმა შეცვალა ტაქტიკა და მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და ნატომ ერთხმად უარყვეს რუსეთის ინიციატივა ევროპული უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, ცდილობს საკუთარი სტრაგიის სისწორეში ევროპული სახელმწიფოები სათითაოდ დაარწმუნოს. ასე შეაფასა "ექსპერტთა კლუბის" წევრმა გოჩა გვარამიამ შვეიცარაიაში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი.

მედვედევმა შვეიცარიაში სტუმრობისას კონტინეტური უსაფრთხოების მოქმედი სისტემა "დეგრადირების გზაზე მყოფად" შეაფასა და მოუწოდა შვეიცარიას, "მხარი დაუჭიროს კრემლის ინიციატივას ევროპული უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით". თუმცა, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, დღემდე არავისთვისაა ცნობილი ამ ინიციატივის საბაზისო პრინციპებიც კი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივების "გონივრულობის" დასამტკიცებლად რუსეთის პროპაგანდისტული მექანიზმები სრულად არის ჩართული, კრემლი ამ საკითხის აქტუალიზებას საკუთარი გეგმებისა და წინადადებების გაჟღერების გარეშე ახდენს.

"მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკის საერთო მიმართულებას, თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის მოქმედებებს საფუძვლად უდევს სურვილი, შეამციროს ნატოს აღმოსავლეთისაკენ გაფართოების მისწრაფება, შეასუსტოს ამერიკის შეერთებული შტატების ზეგავლენა მის ევროპელ მოკავშირეებზე და ევროპა რუსეთზე უფრო მეტად დამოკიდებული გახადოს", − აცხადებს გვარამია.

ამასთან "ექსპერტთა კლუბის" წევრი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში საკუთარი წესების თავსმოხვევის კრემლის ახალი "დარწმუნების პოლიტიკა", როგორც წესი, იწყება იმ ქვეყნებისაგან, რომელთა ეკონომიკა საკმაო რუსული კაპიტალით არის წარმოდგენილი. შვეიცარიაში კი, ოფიციალური მონაცემებით, ბრუნვაში სამ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი რუსული კაპიტალი ბრუნავს. შეძლებს თუ არა ეს ფაქტორი შვეიცარიის პოზიციაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენას, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე