RSS
“სიმართლის მისიამ” “შპიგელის” ინფორმაცია მეორედ უარყო
23.09.2009 13:44

რუსულ-ქართული კონფლიქტის მიზეზების დასადგენად შექმნილი ევროკავშირის საერთაშორისო კომისია უარყოფს ინფორმაციას, რომელიც გერმანულმა ჟურნალმა, “შპიგელმა” გაავრცელა. ეს გამოცემა “კონფიდენციალური წყაროზე” დაყრდნობით აცხადებდა, რომ ევროპელმა ექსეპერტებმა უკვე მოამზადეს დასკვნა და მასში ომის გამჩაღებლად საქართველოს ასახელებენ, ხოლო რუსეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციის გამო. “შპიგელის” ცნობები უარყო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოში გერმანიის ყოფილმა ელჩმა უვე შრამმა. მან ასევე განაცხადა, რომ “სიმართლის მისიის” დასკვნის გაცხადების საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

“მსგავს ცნობებს ჩვენ ადრეც უარვყოფდით და ეხლაც უარვყოფთ”, - თქვა შრამმა, - “ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხსენებული დადგენილება გადაეცემა მინისტრთა საბჭოს ბრიუსელში სექტემბრის თვის ბოლოს. საბჭო გადაწყვეტს, როგორ გამოიყენოს დოკუმენტი და საერთოდ იქნება თუ არა იგი გამოქვეყნებული.”

უნდა აღინიშნოს, რომ “შპიგელი” უკვე მეორედ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ევროპელი ექსპერტები ქართული მხარის “ბრალეულობის” დასკვნამდე მივიდნენ. პირველად ჟურნალის ცნობები კომისიის თავმჯდომარემ, შვეიცარიელმა დიპლომატმა, ჰაიდი ტალიავინიმ უარყო.

ამასთან ერთად, “შპიგელის” პუბლიკაცია 22 სექტემბერს ფართოდ გაავრცელეს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა. ამასთან ერთად, ისინი აღნიშნავდნენ, რომ “სიმართლის მისიის” დასკვნების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოში დაიწყება შიდაპოლიტიკური მღელვარებები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლით დასრულდება. ეს პასაჟი რუსული პრესის შეტყობინებებში პრაქტიკულად უცვლელად ფიგურირებდა, რაც პროპაგანდისტული კამპანიის კოორდინირებულ ხასიათზე მიუთითებს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე