RSS
ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის დროის საკითხია
23.09.2009 14:36

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აპირებს, განამტკიცოს ურთიერთობები საქართველოსთან. ძალაში რჩება მოკავშირეთა მიერ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება – საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრი, თუკი აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ნიუ–იორკში, საქართველოს პრეზიდენტ მ.სააკაშვილთან შეხვედრისას.

რასმუსენმა იმედი გამოთქვა ბრიუსელსა და თბილისს შორის ურთიერთობათა შემდგომ სტაბილურ განვითარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამჟამად ის და სააკაშვილი ნატო–საქართველოს საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობენ. ქართული მხარე ყოველწლიურად აწვდის სამხედრო და სხვა სფეროებში აუცილებელი რეფორმების დეტალურ პროგრამას. როგორც გენმდივანმა აღნიშნა, ეს აუცილებელია ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში მომავალი წევრობისთვის.

თავის მხრივ, მ.სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ორ–სამ წელიწადში საქართველო მზად იქნება ნატოში გასაწევრიანებლად.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე