RSS
საქართველო რუსეთს ჰამბურგის სასამართლოში შეხვდება
23.09.2009 17:30

საქართველო სარჩელს შეიტანს საერთაშორისო საზღვაო სასამართლოში, თავისი ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც რუსეთის სამხედრო გემები იმყოფება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს დღეს საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ერთობლივ სხდომაზე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შემდეგ, საგარეოპოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სარჩელი ჰამბურგის სასამართლოსთვის უახლოეს პერიოდში იქნება მომზადებული და წარდგენილი.

მინისტრის მოადგილის, ნ.კალანდაძის თქმით, ვითარება დაძაბულია და თბილისში განაგრძობენ მის ანალიზს. საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა უკვე მოამზადეს დოკუმენტი, რომელშიც ასახულია აფხაზეთის სანაპიროსთან საქართველოს თანხმობის გარეშე რუსეთის სამხედრო გემების მისვლის ფაქტები, მოცემულია ამის სამართლებრივი შეფასება და აღნიშნულია, როგორ შეიძლება ამგვარი ფაქტების თავიდან აცილება.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე