RSS
Milliyet: თურქეთმა, შესაძლოა, აღიაროს აფხაზეთი
24.09.2009 10:53

თუ რუსეთი აღიარებს „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას“, თურქეთმა, შესაძლოა, საპასუხო ჟესტის სახით, აღიაროს აფხაზეთი. ასეთ ვარაუდს გამოთქვამს თურქულ გაზეთ Milliyet–ში ჟურნალისტი ჯენკ ბალშამში.

როგორც ავტორი წერს, ანკარაში უკვე საუბრობენ ამის შესახებ. მას მიაჩნია, რომ ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი სცენარი იმაზე უფრო ძნელად განსახორციელებელი არ არის, ვიდრე თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დამყარებაა. ამავე დროს, ბალშამში აღნიშნავს, რომ ანკარისა და თბილისის ურთიერთობები ისეთი ინცინდენტების გამო გაფუჭდა, როგორიცაა აფხაზეთში უკანონო რეისების შემსრულებელი თურქული გემების დაპატიმრება.

აღსანიშნავია, რომ სოხუმში ასეთი სცენარი ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნიათ. სეპარატისტების „საგარეო საქმეთა მინისტრმა,“ ს. შამბამ „ნუჟნაია გაზეტას“ განუცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ ნატოელი პატრნიორების პოზიციის გამო თურქეთი ახლო მომავალში არ აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე