RSS
ობამამ რუსეთის პოლიტიკას დემოკრატიული პრიცნიპები დაუპირისპირა
24.09.2009 11:44

„არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა იბატონოს მეორეზე. ბატონობის დრო წარსულში დარჩა. ერებს აერთიანებენ და არა აცალკევებენ. ლიდერებს, რომლებმაც მე–20 საუკუნის პრობლემები 21–ეში გადმოიტანეს, ცუდად გაიხსენებენ“. ასეთი განცხადება გააკეთა აშშ პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ გაეროს გენერალური ასამბლეის 64–ე სესიაზე გამოსვლისას. მან ხაზი გაუსვა, რომ „მსოფლიოს სჭირდება ცვლილებები“ და მისი ბედი არ შეიძლება, დამოკიდებული იყოს ერთი ადამიანის, პარტიის ან ერის ნებაზე, ვინაიდან მსოფლიო „დიდი და პატარა ერების ჰარმონიული თანამშრომლობის ადგილია.“

თბილისში აშშ პრეზიდენტის გამოსვლა დადებითად აღიქვეს. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მან რუსეთის პოლიტიკას დემოკრატიული პრიცნიპები დაუპირისპირა. „ობამას ღიად არ უსაუბრია რუსეთის შესახებ, მაგრამ მის მიერ გახმოვანებული პრინციპები სწორედ ამ დეკლარირებულ პოლიტიკას უპირისპირდება, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის დეპუტატმა გ. გაბაშვილმა. – ამერიკა წინააღმდეგია მსოფლიოს გავლენის სფეროებად განაწილებისა, ძალთა ბალანსისა და დიდი ერების დომინირებისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“.

დღეს გაეროს გენასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტი მ.სააკაშვილი გამოვა. წინასწარი ინფორმაციით, იგი ისაუბრებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ. გუშინ ასამბლეის მონაწილეებს რუსეთის პრეზიდენტმა მიმართა. დიმიტრი მედვედევი შეეხო საქართველოს, კიდევ ერთხელ გაახმაურა რა შარშანდელი ომის რუსული ვერსია და დაადანაშაულა რა თბილისი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრის „უგუნურ მცდელობაში.“ საქართველოს დელეგაციამ ბოიკოტი გაუკეთა მედვედევის გამოსვლას, გამოხატა რა პროტესტი რუსეთის მიმართ, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და მუდმივად არღვევს გაეროს რეზოლუციებსა და დადგენილებებს, რომლის ტრიბუნიდანაც უყვართ გამოსვლა რუსეთის ლიდერებს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე