RSS
კიკნაძე: ვის ატყუებენ სეპარატისტები დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით?
24.09.2009 17:42

აფხაზეთში, გალის რაიონის გარდა, არც ერთი დევნილი არ დაბრუნებულა, – განაცხადა „ექპერტთა კლუბის“ პრეზიდენტმა ლევან კიკნაძემ რუსლან ქიშმარიას (სეპარატისტთა ლიდერის, სერგეი ბაღფშის სრულუფლებიანი წარმომადგენელი გალის რაიონში) სიტყვების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ „მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ დაუბრუნებია იმდენი დევნილი, რამდენიც აფხაზეთს.“ ასე დაასაბუთა ქიშმარიამ მარიონეტული რეჟიმის უარი დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვაზე, კიდევ ერთხელ დაფიქსირებული 23 სექტემბერს, ინცინდენტების არდაშვებისა და მათზე რეაგირების შესახებ ხუთმხრივი შეხვედრის დროს.

„ქიშმარიას განცხადება იმდენად აბსურდულია, რომ რეაგირებადაც არ ეღირებოდა, ეს რომ მხოლოდ მისი მოსაზრება იყოს, მაგრამ მარიონეტული რეჟიმის ლიდერები მუდმივად იმეორებენ, რომ აფხაზებმა, თურმე, იმდენი დევნილი დააბრუნეს, რამდენიც არავის დაუბრუნებია, – აღნიშნა კიკნაძემ. – მაგრამ ამ დროისთვის გალის რაიონის გარდა აფხაზეთში არც ერთი ადამიანი არ დაბრუნებულა. უფრო მეტიც, გაეროს რეზოლუციებისა და მრავალრიცხოვანი შეთანხმებების ფონზე, რომლებშიც ძირითად ადგილს დევნილთა უპირობო დაბრუნება იკავებს, სეპარატისტები მუდმივად არღვევენ აფხაზეთში დარჩენილი ქართველების უფლებებს და დევნიან მათ საცხოვრებელი ადგილებიდან. ეს გრძელდებოდა „სოხუმის მიერ აგრერიგად მოწონებული სამშვიდობო პროცესის“ მთელ პერიოდში.“

„ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 1998 მაისში სეპარატისტებმა, რუსეთის ე.წ. „სამშვიდობოების“ მხარდაჭერით, მასიურად განდევნეს გალის რაიონის მოსახლეობა. „სიმართლე, რომელიც კარგად იციან ქიშმარიამ და მისმა ზემდგომებმა, იმაში მდგომარეობს, რომ დღეს გალის რაიონში დაბრუნებულია არა 1992–93 წლებში, არამედ 1998 წლის მაისში განდევნილი მოსახლეობა, – აღნიშნა ლევან კიკნაძემ. – ვის ატყუებენ ბატონი სეპარატისტები – საკუთარ თავს, ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობას თუ ყველას ერთად?“


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე