RSS
სააკაშვილმა მსოფლიო გაეროს ტრიბუნიდან ბერლინის ახალი კედლის შესახებ გააფრთხილა
25.09.2009 12:30

დედამიწაზე ბერლინის ახალი კედელი გაჩნდა და მან საქართველოს მეხუთედი ნაწილი დანარჩენ ქვეყანას მოწყვიტა, გაჰყო რა ევროპა. ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა განაცხადა. ბერლინის კედელსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას შორის პარალელის გავლებისას მან რწმენა გამოთქვა, რომ აფხაზეთი დაბრუნდება.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, დღევანდელი რუსეთის მმართველთა წინამორბედები კი ადრე იჭრებოდნენ პოლონეთში, ფინეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, ავღანეთში, ხოლო ჩეჩნეთის ქალაქი გროზნო „პირისაგან მიწისა აღგავეს.“ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს დღეს მხარს უჭერს მსოფლიო თანამეგობრობის პროგრესული ნაწილი, მათ შორის, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, რუსეთის მხარეზე კი დიქტატორი უგო ჩავესი გამოდის.

„ტრაგიკული გარემოებების გამო საქართველო, ისევე როგორც წინა თაობის გერმანია, წარმოადგენს ერს ღრმა ჭრილობით“, – განაცხადა პრეზიდენტმა. სააკაშვილმა აფხაზეთი „ქართული ცივილიზაციის აკვნად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ „იასონის და არგონავტების დროიდან აფხაზეთი იყო ჩვენი ისტორიული გზის ყველაზე ძვირფასი და სისხლსავსე ნაწილი.“ მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „აფხაზეთი ისევ გახდება ის, რაც იყო – საქართელოს ყველაზე მშვენიერი ნაწილი.“


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე