RSS
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 1 ოქტომბერს დებატები გაიმართება რუსულ–ქართულ კონფლიქტზე
28.09.2009 17:03

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე განსახილველად შეიტანა პროექტი რეზოლუციისა „რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებათა გადახედვის შესახებ არსებითი გარემოებებით.“ ეს საკითხი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთანაა დაკავშირებული და მასზე დებატები 1 ოქტომბრისთვისაა დანიშნული.

დოკუმენტის პროექტში აღნიშნულია, რომ „რუსეთმა არა მხოლოდ არ შეასრულა პასე–ს რეზოლუციების საკვანძო მოთხოვნები, არამედ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად აშორებს მას ამ მოთხოვნათა შესრულებისგან.“ კერძოდ, „რუსეთმა არა მხოლოდ უარი განაცხადა უკან გამოეწვია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცალმხრივი აღიარება, არამედ დაამყარა სამხედრო, იურიდიული და დიპლომატიური ურთიერთობები მათს ფაქტობრივ რეჟიმებთან.“

როგორც პასე–ს რეზოლუციის პროექტშია მითითებული, „რუსეთი განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას, მიღწეულს ევროპის კავშირის შუამავლობით, არ დააბრუნა რა თავისი ჯარი იმ პოზიციებზე, რომლებზეც ის იმყოფებოდა ომის დაწყებამდე.“ უფრო მეტიც, „რუსეთმა საგრძნობლად გაზარდა თავისი სამხედრო კონტინგენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ , „უკანასკნელი წლის განმავლობაში ასევე იმატა ინცინდენტებმა რუსეთის თვითმფრინავებთან და ვერტმფრენებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საჰაერო სივრცეს არღვევენ.“

რეზოლუციის პროექტის ავტორები ასევე ბრალს სდებენ რუსეთს, რომ იგი ყველა საშუალებით ეწინააღმდეგება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირისა და ეუთოს დამკვირვებელთა დაშვებას , რასაც პასე–ს წინა რეზოლუციები მოითხოვდა. ეს რეზოლუციები რუსეთისგან მოითხოვდა „ქართული ეთნიკური კუთვნილების ადამიანთა ეთნიკური წმენდის შეწყვეტის უზრუნველყოფას და ამ წმენდის შედეგების აღმოფხვრას“, მაგრამ „ამის ნაცვლად, რუსეთი იჩენს შემწყნარებლობას და მხარს უჭერს ეთნიკური ქართველების იძულებით პასპორტიზაციას ახალგორისა და გალის რაიონებში,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე