RSS
ჰაბერი: საქართველოში კონფლიქტის განახლების საფრთხე არ არსებობს
29.09.2009 13:12

საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის განახლების საფრთხე არ არსებობს, – განაცხადა დღეს მოსკოვში საქართველო–რუსეთის კონფრონტაციის ზონაში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა, ჰანს–იორგ ჰაბერმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ. ამასთან, ჰაბერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი, როგორც ადრე, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენს მისიას არ აქვს შესაძლებლობა, გადაკვეთოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრები, – აღნიშნა ევროპელ დამკვირვებელთა მეთაურმა. – ამის გამო მე შეხვედრები გავმართე რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყების წარმომადგენლებთან, სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელებთან და მესაზღვრეებთან. შეხვედრებზე მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ევროკავშირის უცვლელი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით – ეს არის ევროპის თანმიმდევრული პოლიტიკა.“

ჰანს–იორგ ჰაბერის თქმით, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს, გახდეს „მიმზიდველი სოხუმისა და ცხინვალისთვის“, რაც „დროსთან ერთად ხელს შეუწყობს თბილისთან არაღიარებული რესპუბლიკების დიალოგის აღდგენას.“


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე