RSS
გვარამია: რუსეთი შავ ზღვაზე ვითარების გამწვავებას აპირებს
30.09.2009 13:01

რუსეთის ფედერაცია სერიოზულად ემზადება, რათა გაამწვავოს ვითარება შავი ზღვის აკვატორიაში, - მიაჩნია „ექსპერტთა კლუბის“ წევრს, გოჩა გვარამიას. მან აღნიშნა, რომ ამაზე მიანიშნებს აფხაზ სეპარატისტთა „საგარეო საქმეთა მინისტრის“, სერგეი შამბას სიტყვებიც, რომელმაც 30 სექტემბერს „რია ნოვისტის“ განუცხადა, რომ საქართველოს შავ ზღვაზე კონფლიქტის პროვოცირება სურს. ამასთან, შამბამ ეს საკითხი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სახმელეთო და საზღვაო საზღვრის დასაცავად გადადგმულ ნაბიჯებს დაუკავშირა.

გვარამიამ აღნიშნა, რომ „თუ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვითარების გამწვავების კვალს გავყვებით, ადვილად დავინახავთ იდენტურ ხელწერას - სეპარატისტების ან რუსი ოკუპანტების ყოველ პროვოკაციას წინ უძღოდა აჟიოტაჟი და განცხადებები მედიაში, რომლებშიც საქართველოს წინასწარ ადანაშაულებდნენ მომავლის მოვლენებში“.

როგორც ექსპერტმა განაცხადა, „დღესდღეობით ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ვითარების გამწვავება სურს, რუსეთია“. კერძოდ, „მოსკოვი არ შეეგუა იმას, რომ საქართველო, მიუხედავად რუსეთ-საქართველოს შარშანდელი ომისა, არ დაიშალა და მაინც წამოდგა ფეხზე, მაშინ, როცა რუსეთის ეკონომიკა დეგრადირებას განაგრძობს.“ გარდა ამისა, გოჩა გვარამიას შეფასებით, რუსეთის იმისთვისაც უნდა შავ ზღვაზე თავისი პოზიციების გაძლიერება, რათა შავი ზღვის აუზის ქვეყნებს თავს საკუთარი იმპერიალისტური პოლიტიკა მოახვიოს. ამისათვის რუსეთს შავ ზღვაზე საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩათრევა სჭირდება. სწორედ ამას ემსახურება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, აფხაზეთის სანაპიროსთან, რუსული საბრძოლო გემების განთავსება.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე