RSS
გამარჯვება პასე-ში: ევროპამ მოსკოვი და ცხინვალი ეთნიკური წმენდისთვის გაკიცხა
30.09.2009 16:15

ქართული და საერთაშორის დიპლომატიის გაკიცხვა - ასე აფასებენ პოლიტიკოსები და ექსპერტები თბილისში რეზოლუციას - „ომი რუსეთსა და საქართველოს შორის : ერთი წლის შემდეგ,“ რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 სექტემბერს მიიღო. აღნიშნავენ, რომ ევროპამ პირველად დააკისრა ვალდებულებები მხოლოდ რუსეთს, ვინაიდან საქართველო თავის ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველომ შეასრულა „ასამბლეის თითქმის ყველა მოთხოვნა, მაშინ, როცა რუსეთს არ შეუსრულებია ძირითად მოთხოვნათა უმეტესობა.“ ამასთან დაკავშირებით, პასე მოსკოვს მოუწოდებს, წლის ბოლომდე შეასრულოს 2009 წლის იანვრის და 2008წ ოქტომბრის რეზოლუციები (ნომერი 1633 და 1647). ამ მოთხოვნათა შორისაა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმა, ასევე ჯარების გაყვანა 2008 წლის აგვისტოს ომამდელ პოზიციებზე.

ასამბლეა ასევე მოითხოვს, რომ რუსეთმა „დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებელთა შეუზღუდავი დაშვება“ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, უზრუნველყოს ეთნიკური ქართველები ადმინისტრაციული საზღვრების თავისუფლად გადაკვეთით, „ოფიციალურად და ეფექტურად“ აღიაროს დევნილთა უფლება საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე და დაიწყოს ეთნიკური წმენდის ფაქტების გამოძიება.

პუნქტი ეთნიკური წმენდის შესახებ საგანგებოდაა გამოყოფილი ცალკე მიმართვით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის ტრიბუნალი) პროკურორისადმი, მოწოდებით - „დაიწყოს ოფიციალური გამოძიება შესაძლო სამხედრო დანაშაულებისა, ჩადენილი ყველა მხარის მიერ 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებათა პერიოდში და შემდგომ“. ამასთან, პასე კიცხავს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის ფაქტიურ ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ვერ შეძლეს აღეკვეთათ და სერიოზულად გამოეძიებინათ ეთნიკური ქართველების ეთნიკური წმენდა, რაც, საყოველთაო აზრით, ხდებოდა სამხრეთ ოსეთში როგორც ომის დროს, ისე მის შემდგომ.“


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე