RSS
ოკუპანტები ქართული სკოლების რუსიფიცირებას ეწევიან
01.10.2009 15:18

მოსკოვი საქართველოს ტერიტორიაზე იძულებითი რუსიფიკაციის პოლიტიკას განაგრძობს. ამის კიდევ ერთ გამოვლინებად ახალგორის რაიონში, სადაც მოსახლეობის უმეტესობას ქართველები შეადგენენ, მოსწავლეების რუსულ ენაზე სწავლების გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება იქცა.

"ექსპერტთა კლუბმა" ადგილობრივი ქართული სკოლების ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა. როგორც ცხინვალიდან მოპოვებული მასალები ცხადყოფენ, სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. "განათლების სამინისტრომ" რეგიონში ქართულ ენაზე სწავლების სრულად გაუქმების შესახებ მოსკოვიდან შესაბამისი დირექტივა მიიღო. დაზუსტებული ინფორმაციით, ახალგორის რაინში დახურულია ყველა ქართული სკოლა და დღეისათვის მხოლოდ ერთი, შერეული რუსულ-ქართული სკოლა ფუნქციონიერებს.

როგროც ჩვენთვის ცნობილი გახდა, აღნიშნულ სკოლაში სწავლება უმეტესწილად რუსულ ენაზე მიმდინარეობს და სკოლას "რუსულ-ქართული" სტატუსი მხოლოდ ახალგორში დარჩენილი ქართული მოსახლეობის საპროტესტო ტალღის თავიდან ასაცილებლად აქვს მინიჭებული. ამასთან, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ე.წ. სწავლის "შერეული" ფორმატი დროებით ხასიათს ატარებს და მომავალი წლიდან სწავლება უშუალოდ რუსულ ენაზე გადავა.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე