RSS
გოჩა გვარამია: გაურკვეველი დელეგაციების სახით რუსეთი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებს
03.12.2009 13:34
გაზეთი "24 საათი"

რუს ექსპერტებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. ექსპერტები თბილისში 1 დეკემბერს ერევნიდან ჩამოფრინდნენ, თუმცა თბილისის აეროპორტში მათ გზის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს, წერს გაზეთი "24 საათი".

გაზეთის ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (МГИМО) კავკასიის კვლევის ცენტრის ინიციატივით უნდა ჩატარებულიყო. მოსკოვიდან თბილისში გამოფრენამდე ცენტრის ექსპერტი ნიკოლაი სილაევი აცხადებდა, რომ საუბარი იქნებოდა არამარტო რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, არამედ ქართველი და რუსი მეცნიერ-ექსპერტების თანამშრომლობის მიმართულებებსა და პერსპექტივების შესაძლებლობასაც განიხილავდნენ.

გაზეთ "24 საათისათვის" მიცემულ ინტერვიუში, რუს მეცნიერთა და ექსპერტთა ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ბუნდოვანი უწოდა "ექსპერტთა კლუბის" წევრმა გოჩა გვარამიამ, თუმცა მისთვის უცნაური არ ყოფილა ის ფაქტი, რომ ეს ვიზიტი ჩაიშალა და ქართულმა მხარემ რუსულ დელეგაციას ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცა.

გვარამიას განცხადებით, მისთვის თავიდანვე გაუგებარი იყო, თუ ვინ იყვნენ რუს მეცნიერთა და ექსპერტთა სახელით საქართველოში შეხვედრების გამართვის მოსურნენი. "ჩემთვის უცნობია ამ დელეგაციის შემადგენლობა და პიროვნებების ვინაობა. როგორც წესი, ასეთი შეხვედრები ოფიციალურად იგეგმება. ამ შემთხვევაში კი არც ჩვენს პრესაში და არც ტელევიზით ამ შეხვედრის შესახებ რაიმე ოფიციალური იფორმაცია არ ყოფილა გაჟღერებული. ძნელია, როცა არ იცი ვინ ჩამოდის და მათზე არანაირი ინფორმაცია არ გაგაჩნია, გაიზიარო ის აზრი, რომ თითქოს ეს ადამიანები რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა, როცა ამ ვიზიტთან დაკავშირებით ბევრი რამ ბუნდოვანია, ამ აზრს არსებობის საფუძველი ნამდვილად გააჩნია", - აცხადებს გოჩა გვარამია.

გვარამიას თქმით, საქართველოში რუს მეცნიერთა და ექსპერტთა ჩამოსვლა უფრო პროვოკაციად უნდა განვიხილოთ, ვიდრე საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების დამყარების სურვილად. "რუსეთში კარგად იცოდნენ, რომ ამ ადამიანებს ამ ფორმით საქართველოში არ შემოუშვებდნენ, მითუმეტეს ამის მაგალითი უკვე არსებობდა. ამ პროვოკაციით რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცადა საქართველო წარმოეჩინა, როგორც არაკონსტრუქციული ქვეყანა და მსოფლიოსათვის დაენახვებინა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფუჭებული ურთიერთობები არა რუსეთის, არამედ, როგორც თვითონ ამბობენ, "სააკაშვილის რეჟიმის" ბრალია. მაგრამ არის მეორე რეალობაც - საქართველოში რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად ჩამოდიან და მათ საქართველოში შემოსვლაზე არანირი პრობლემები არ ექმნებათ. ძნელია, ამ ვითარებაში ოკუპანტ ქვეყანასთან რაიმე ნორმალურ ურთიერთობაზე ილაპარაკო. ეს მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც რუსეთი პროვოკაციებს თავს დაანებებს,”- განაცხადა გვარამიამ.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
ქართული სოფლის ნახევარი შეიძლება აზერბაიჯანს დარჩეს
18.11.2010 14:07
პენტაგონი: რუსეთის ფედერაციამ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნდა შეასრულოს
18.11.2010 11:43
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა საქართველოს ნატოში მალე გაწევრიანების შესახებ
18.11.2010 11:27
დაღესტანში ამოქმედდა ოპერაცია «ОРУЖИЕ»-ს ახალი ეტაპი
18.11.2010 10:42
საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადის გაკეთება შესთავაზეს
18.11.2010 10:41
დაღესტნის მოსახლეობა წინა აღწერის შემდეგ 400 ათასით გაიზარდა
18.11.2010 10:21
ჩრდილოეთ ოსეთში აღმოჩენილია საბრძოლო მასალების სამალავი
17.11.2010 18:52
კოკოითს ბიზნესში ახალი პარტნიორები გამოუჩნდნენ?
17.11.2010 16:58
ყველა სიახლე