RSS
საქართველო რუსეთთან მხოლოდ დეოკუპაციაზე ისაუბრებს
17.05.2010 13:56

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველო რუსეთთან მხოლოდ დეოკუპაციაზე ისაუბრებს.

“ჩვენ გვსურს ამ პრობლემებზე რუსეთთან საუბარი და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთმა ცნოს საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ჟენევის ფორმატში, თუმცა, ამას შედეგი არ მოაქვს”, - განაცხადა კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

რუსული სააგენტოების ცნობით, საქართველოში მყოფმა პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვასნევსკიმ ქართველ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ მას განუცხადა, რომ ქართული მხარე მზადაა, რუსეთთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი